პროექტის სახელი: ეკოლოგიური პრობლემა ვედიდკარის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე
პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები პროექტის ფარგლებში გამოიკვლევენ დაბინძურებულ გარემოს და შეისწავლიან დამაბინძურებელ საგნებს და სკოლასთან მიმდებარე ტერიტორიას გადაქცევენ სუფთა და მყუდრო გარემოდ.
პროექტის სრული აღწერა: შევდივარ კლასში და ვესალმები და ვუსვამ შეკითხვებს შემდეგი საკითხზე:1. როგორ მოგწოთ ჩვენი სკოლის გვერდზე არსებული მიწის ნაკვეთი? 2რა იწვევს მის დაბინძურებას? 3.რა შეიძლება გამოიწვიოს დაბინძურებულმა გარემომ? 4.მოახდენს თუ არა ის ზეგავლენას თქვენს ჯამთელობაზე და ირგვლივ მცხოვრები მოსახლეობისათვის? მოსწავლეებთან ერთად გადავწყვიტეტთ გაგვეკეთებინა პროექტი თემაზე: „ეკოლოგიური პრობლემა ვედიდკარის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე’’
კლას ვყოფ სამ ჯგუფად.
I ჯგუფის დავალება.
მოსწავლეებს ვავალებ შეისწავლონ ტერიტორიის დანაგვიანების მიზეზი, დანაგვიანების ხარისხი და რისგან არის დანაგვიანებული ტერიტორია. გააკეთონ ანალიზი და წარმოუდგინონ კლასს ჩანაწერების სახით.
IIჯგუფის დავალება.
გადაუღონ ფოტოსურათები შესასწავლ ობიექტს და მოამზადონ საინფორმაციო ბუკლეტები მოსახლეობისათვის დასარიგებლად.ასევე მოამზადონ საინფორმაციო ხასიათის სემინარი სკოლის მეზობლად მცხოვრები მოსახლეობისათვის .(წერილობით წარმოდგენა).
IIIჯგუფის დავალება.
მოამზადონ სხვა ჯგუფებთან ერთად დასაბუთებული აღწერა სარაუდო შედეგების შესახებ საგაზეთო სტატისათვის და გამოაქვეყნონ რომელიმე პოპულარულ გაზეთში, ამავე დროულად,იგივე სტატია განათავსონ სკოლის ვებგვერდზე.(წერილობით წარმოდგენა)
ყველა ჯგუფი წარმადგენს პრეზენტაციის სახით
ღონიძიებები:
ა)ტერიტორის დასუფთავებისათვის საჭირო ინვენტარისა და სხვა მასალების მომზადება;
ბ)დასუფთავებისათვის შესაფერისი დღის შერჩევა და ამასთან დაკავვშირებით მოსახლეობის ინფორმირება.
საქმიანობა:
ტერიტორიის დასუფთავება.
მონაწილეთა ასაკი–15–16 წლის
ვადები და ხანგძლივობა–3–4 თვე
მიზნები და შედეგები –
ა)პროექტის განხორციელების შედეგად სკოლასთან მდებარე დანაგვიანებულ ტერიტორიაზე ლამაზი, მოვლილი და სუფთა სკვერის გაშენება.
ბ)სკოლის ირგვლივ მცხოვრებ მოსახლეობასა და სკოლის მოსწავლეებს სწორი ეკოლოგიური აზროვნება ჩამოუყალიბდებათ.
გ)მოსახლეობამ, რომელმაც დაანაგვიანა სკოლის მიმდებარე ტერიტორია, გაითავისა ეკოლოგიური პრობლემა და მონაწილეობა მიიღო ტერიტორიის მოწყობაში, მას აღარ დაანაგვიანებს.
სამუშაო ენა:ქართული ენა
პროექტის ფასილიტატორი:ჯონი სალუქვაძე.
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: jonisaluqvadze@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий